
გიმასპინძლებთ თბილისის ოფისში, სადაც მოვისმენთ თქვენს სურვილებსა და ჩივილებს. ერთად შევარჩევთ თქვენს მოლოდინებზე მორგებულ საავადმყოფოსა და ექიმს; გამჭვირვალედ განვიხილავთ მკურნალობის სრულ გეგმას, ბიუჯეტსა და პროცედურებს.

როდესაც გეგმა მზად იქნება, თქვენ მხოლოდ ბარგის ჩალაგება დაგჭირდებათ. ჩვენ ვზრუნავთ სრულ ორგანიზებაზე — ავიაბილეთებიდან დაწყებული ვიზიტის საათებამდე. თქვენ უბრალოდ ისიამოვნეთ მგზავრობით, თურქეთი გელით.

თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დაგხვდებათ ჩვენი კერძო ტრანსპორტი. სასტუმროში დასვენების შემდეგ, თარჯიმნის თანხლებით, გაივლით მკურნალობას თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკებში. არანაირი ენობრივი ბარიერი, არანაირი ლოდინი, მხოლოდ კომფორტი.